
რუსეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედები საკუთარ ტელეგრამარხზე წერს.

ჩვენ არ ვესხმით თავს პუტინს ან მოსკოვს, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის თანახმადაც უკრაინამ კრემლზე დრონებით თავდასხმა სცადა.

კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმა სცადა, – ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთი აშკარად მასშტაბურ ტერორისტულ აქტს ამზადებს, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მიხაილ პოდოლიაკი კრემლის განცხადებას უკრაინის მიერ დრონებით თავდასხმის შესახებ.


კრემლი უარყოფს თეთრი სახლის ინფორმაციას უკრაინის ომში ბოლო 5 თვეში 20 000-მდე რუსი მებრძოლის დაღუპვის შესახებ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს.


გერმანიამ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა გადასცა, – ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

აღდგომის მთავარი სიმბოლო სიკეთის, სიმართლის, სიცოცხლის გამარჯვებაა, დღეს აღდგომას ვზეიმობთ ამ გამარჯვების შეუქცევადობის ურყევი რწმენით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი სააღდგომო მიმართვაში განაცხადა.