
უკრაინა აშშ-ისგან შორ მანძილზე მფრინავ ათ უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, ჯესიკა მაქსველმა განაცხადა.

რუსებმა ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგური დაბომბეს. დროებით ოკუპირებული ენერგოდარის მერის ინფორმაციით, იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

თუ თქვენ იმყოფებით სადმე საზღვარგარეთ, შეახსენეთ იქ უკრაინის შესახებ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 3,5 ათასი ფრთოსანი რაკეტა იქნა გამოყენებული, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

ჩვენი მიზანი თურქეთში პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

20 დღეში უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 27 გემმა დატოვა, 18 კი შევიდა. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა მომავალ კვირას შეეცადოს რაიმე „განსაკუთრებული სისასტიკე“ ჩაიდინოს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

ჩვენ აქტიურად ვემზადებით ახალი კვირისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინელებმა ხერსონის ოლქში რუსების მიერ დაკავებული ჩერნობაევკას აეროდრომი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მეორე დღეა ბორჯომში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან, - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.