
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. მისივე ცნობით, მსხვერპლი არ არის და დაზარალებულები არ არიან.

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერებმა მოდელირებული რუკა შეადგინეს, თუ რომელ ქვეყნებს ემუქრება საფრთხე.

"ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და შემდეგ გადავწყვეტთ" - ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქი კოლეგის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას მისი და პუტინის შეხვედრის თაობაზე.

თურქეთის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ. ამის შესახებ განცხადება გენერალ ლეიტენანტმა, იგორ კირილოვმა გააკეთა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა.

რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ დარტყმას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

აშშ-ისა და მისი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება დროებით ოკუპირებულ ყირიმს - ამის შესახებ რეზნიკოვმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს ყირიმის ხიდს, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთის მატერიკთან აკავშირებს.