
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა გამორიცხავს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას და კიევი არ მიიღებს მოსკოვთან რაიმე შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიის დათმობას მოიცავს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან გაიმართება, მაგრამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინელი მებრძოლების „აზოვსტალიდან“ გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელის და შვეიცარიის ლიდერები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ დღის შემაჯამებელ ვიდეოში განაცხადა ინიციატივის შესახებ, რომლითაც პარტნიორ ქვეყნებს ჩამორთმეული რუსული ქონების დაზარალებული უკრაინელებისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, "აზოვსტალიდან" ევაკუაციის სტრუქტურა და პროცესი რთულია.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის ნებართვა გასცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლეგიონ აზოვის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა განცხადა, რომ ის და ლეგიონის ხელმძღვანელობა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე რჩებიან.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ყოველ დღიურად მცირდება უკრაინის ტერიტორიიდან რუსული გაზის გადაქაჩვა. მოცულობა ისედაც შემცირებული იყო და კიდევ უფრო მცირდება. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში ისაუბრა.

ბრიტანეთი უკრაინას 1.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა.