
კურსზე და ჩვენი რეზერვების შევსებაზე მოქმედებს მიგრანტების ეფექტი და თანხის შემოდინება, ასევე ბოლო პერიოდში ფიქსირდება დეპოზიტების გალარების ტენდენცია, – ამის შესახებ პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს 10 მაისს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.


ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას.

2023 წლის 1-5 მაისს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენ უნდა დავინახოთ ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ტრენდიც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.4967 ლარი ეღირება, ევრო – 2.7441 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1131 ლარი.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მუშაობა დაიწყო. მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა და მისიის წევრებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან პირველი შეხვედრა გამართეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 43.34 მლრდ ლარი შეადგინა.