
საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო აქტივობის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება - იანვარში ბირჟაზე სულ 2,109 ლარის ღირებულების ორი ტრანზაქცია შედგა.

საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრის, „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის, „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას მიეძღვნა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის არსებობა, თავისუფალი შრომის ბაზარი, მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი, ეფექტური ბიუროკრატია, სახელმწიფო ინვესტიციები, როგორც საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორი.

2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

31 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.


ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $8.34 მილიარდია, რაც 22.54 მლრდ ლარს შეადგენს. ერთწლიან პერიოდში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარში 130 მილიონით გაიზარდა, ხოლო ლარებში 2.9 მილიარდით შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის გამყარება იყო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ხანგრძლივობა ისევ გაიზარდოს.

„თიბისი ბანკი“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებენ.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონულ დირექტორს, შეინ როზენტალს, ADB-ის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს, ბრიუს დანისა და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6504 ლარი ეღირება, ევრო – 2.8889 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2801 ლარი.