
ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. ბანკი ბიზნეს და აგრო სექტორისთვის საგაზაფხულო აქციას წელსაც აანონსებს.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ელი მარტიდან საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს ბაზაში დაცული ინფორმაციის არეალი უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციით გაფართოვდება.

სამწუხაროდ, უმეტეს ბანკს დაცვა არ ჰყავს, როდესაც ვეუბნებით, რომ დაცვა აიყვანონ, გვპასუხობენ, რომ თემა დაზღვეული აქვთ და პრობლემა არ აქვთ, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფებოდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.

2022 წელს ქართულ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა 109 949-მა პირმა გახსნა ანგარიში. ინფორმაცია აღნიშნულია ეროვნული ბანკის მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძისთვის გაგზავნილ წერილში.

2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 445.0 მლნ აშშ დოლარი (1190.9 მლნ ლარი) შეადგინა,

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. სებ-ის პრეზიდენტს, 1 პირველი ვიცე-პრეზიდენტი და 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.

საქართველოს საბანკო ასოციაცია რუსეთიდან გადმორიცხული ფულის ანაზღაურების სანაცვლოდ განაღდების უკანონობის თაობაზე მოქალაქეებს აფრთხილებს.

2023 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9.4% შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 0.8%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გასულ კვირას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება, განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიცვალა შერბილების დაწყების პროგნოზი, რომელმაც სებ-ის მიხედვით, მიმდინარე წლის მე-4 კვარტალისაკენ გადაიწია.