
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 8%-დან 7.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის 8%-დან 7.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 14 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

საქართველო მსოფლიო ბანკთან პარტნიორობის 30 წლის იუბილეზე საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი ხდება, – ამის შესახებ აცხადებენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობაში.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პანდემიამ და ომმა ფასების ზრდა და ინფლაცია განაპირობა.

ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიზანი ვერ იქნება კურსის რომელიმე ერთ ადგილას დაფიქსირება. ჩვენი მიზანია, ჭარბმერყეობა შევამციროთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

ლარი ბოლო პერიოდში არსებითად არის გამყარებული - საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გზავნილების მოცულობა 46.8 %–ით გაიზარდა – რომელი ქვეყნიდან რა რაოდენობის თანხა შემოდის საქართველოში?
2022 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 306.0 მლნ აშშ დოლარი (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.