
საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ის მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.

საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ეკონომიკური აქტივობის გადათარგმნა მიგრანტების კონტექსტში, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს საპენსიო სააგენტოს 86 მილიონი დოლარი უცხოურ კორპორაციულ აქციებში განთავსებული - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.


2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია.

ჩვენი მოლოდინი არის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია დაახლოებით იგივე დონეზე შენარჩუნდება, რაც ახლა გვაქვს, იანვრის ჩათვლოთ და შესამჩნევი კლება უკვე უნდა იყოს თებერვლის თვეში, – ამის შესახებ კობა გვენეტაძემ განაცხადა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მთავრობა ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით განახლებულ სქემას წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, დამატებით ენერგოსიმძლავრის შექმნაზე გამოცხადდება ღია აუქციონი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული კრედიტების წილი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია სამიზნე 3%-ს უნდა დაუახლოვდეს, თუმცა იქამდე წლის ბოლომდე ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. კომიტეტმა განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად 11%-ზე დატოვა. კომიტეტმა ეს ნიშნული უკვე მეშვიდედ დატოვა უცვლელად.