2023 წლის შემდეგ, რუსეთმა საქართველოდან საზამთროს იმპორტი განაახლა. ამის შესახებ რუსული მედია საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ვაშლიჯვარსა და საბურთალოს რაიონში გაზი 12350 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
სახელმწიფო სამსახურში ჩემი 9-წლიანი საქმიანობა იყო საკმაოდ შრომატევადი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სავსე. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილი წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.
საქართველოში ხორბლის იმპორტი 73.5%-ით გაიზარდა . სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 56.067 მლნ დოლარის ღირებულების 218.2 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, 2025 წლის 12 აგვისტოს, 11.1-წლიანი 30 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
ორ კვირაში გადავწყვეტთ, იქნება ეს მასშტაბური სანქციები, ტარიფები, ორივე ერთად თუ არაფერს არ გავაკეთებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, მოძრაობა რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ერთ ზოლზე შეიზღუდება.
ევროკავშირმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღის წინ 4,05 მილიარდი ევრო გადაურიცხა.