საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის აგვისტოს თვეში, სხვადასხვა სექტორში, 9 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში, 71 625 ლარამდე.
თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკვე უკრაინისკენ გზაშია, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ყველა ტარიფი ძალაშია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტარიფების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა სამი რეისი ვერ მიიღო.
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში და სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს კოპენჰაგენში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ USAID-ი ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია, მის დაუხრვას კი რასი ვოუთი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება.
დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“, შეწყვიტოს „თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე“ და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან „კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“.
მომავალ კვირას - 2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.