750 ათას ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ, - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო და ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან შევა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადა განიხილავს შეთავაზებას, რომ „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით უსასყიდლოდ დაცვის სანაცლოდ, შეერთებული შტატების 51-ე შტატი გახდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამართლიანად დაგმო რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ქართველი მომღერლის მიერ, ეს საქციელი ბანალური თავხედობაა, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებული წვლილი აქვს რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში.
წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
„საზედამხედველო კომპანიებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათთვის მნიშვნელოვან და ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე, იმისათვის, რომ გაცილებით უფრო გამჭვირვალე გახდეს ჩვენი საქმიანობა და კიდევ უფრო მეტი კომპანია ჩაერთოს პროცესებში.
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური ბანკი ავრცელებს.