თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
უილსონი - ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპს და ოპოზიციას კრძალავს
მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა, ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპსა და ოპოზიციას კრძალავს, - ამის შესახებ „MEGOBARI აქტის“ ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დღეს, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გავმართეთ სამუშაო შეხვედრები, დავათვალიერეთ ბაღის მშენებლობები, სკოლები, ვიყავით რამდენიმე ობიექტზე, -ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ იმერეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკური გარემო არის მყარი, კეთილსაიმედო და აქედან გამომდინარე, ლარიც მეტ-ნაკლებად მყარია,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ფინეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჰელსინკის ისტორიულ სასახლეში „The Finnish House of Nobility”, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის პროფესიული წარდგენა გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.
საქართველოში წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დაბალ დონეზე შენარჩუნდა.
წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8 პროცენტით განისაზღვრა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მანგანუმის მადნის მოპოვება, შეძენა, რეალიზაციის ბაზარზე, ფ/პ გურამ თალაკვაძის მიერ შპს „მნკორპის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.