თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სრული რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება.
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი–რკონის საავტომობილო გზის დაახლოებით 9-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ 4 – კმ 13) რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
პრემიერ-მინისტრის კაბინეტში პირდაპირ მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა - იყო დაპირებები: ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით, შესაბამისი ტექნიკით იქნებით უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ, - ეს განცხადება დღეს, ჟურნალისტებთან თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გააკეთა.
2024 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 612 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 662 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით).
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველის საკოორდინაციო შტაბში 26 აგვისტოს მდგომარეობით უკვე 120-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საბოლოო - დეტალური შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88%-ს შეადგენს.
ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოსწონს - მათ ერთმანეთი არ მოსწონთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას 26 აგვისტოდან განაახლებს, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
2023 წლის შემდეგ, რუსეთმა საქართველოდან საზამთროს იმპორტი განაახლა. ამის შესახებ რუსული მედია საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.