ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
,,ვიმყოფებით ქვეშეთი-კობის მშენებარე მონაკვეთზე, რომელიც არის უნიკალური პროექტი თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით. ამჟამად შენდება 23 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დროსა და მანძილს ქვეშეთიდან კობამდე.
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება.
უკრაინამ დღეს, რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, 909 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.
,,დავათვალიერეთ დაბა ჟინვალის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და ის აქაური მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში ერთმანეთს ხვდებიან, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 265 სამაცივრე მეურნეობაა ქვეყანაში, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 228 იყო.
ხე-ტყის უკანონო მოპოვება-დამზადებაზე, ასევე გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონი მკაცრდება.