სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტლის ბოლოსთვის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 4.9%-ით შემცირდა და 861.1 ათასი სული შეადგინა.
ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მინით, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალზე „Les Festives Gourmandes“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით წარდგა.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მავნებლის საწინააღმდეგო სპეციალური სადგურების და მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების სამუშაოები ტარდება.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ადიდებულმა მდინარემ წაიღო გზის სავალი ნაწილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ უწოდა „ისტორიაში საუკეთესო ვაჭარი“.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ითხოვს, საქართველოს მთავრობამ ახსნას, რატომ გამოიწვიეს მისი კანდიდატურა.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით უმეტესად უნალექოდ.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არასდროს აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქალაქ მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა დაათვალიერა.