ეს არის ღირსების საკითხი! არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი, წაიკითხავს თუ არა, - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, გზების მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მე რომ არა, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
დონალდ ტრამპის ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია, არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან, - ასე ეხმაურება მედვედევი ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.
ქართული მობილური ოპერატორი “სელფი მობაილი”, რომელიც 1.42 მილიონ აბონენტს ემსახურება, მსოფლიოს წამყვანი eSIM პლატფორმის Airalo ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 5 თვეში (იანვარ-მაისი) საქართველომ დაახლოებით 1.5 მლრდ მ³ გაზი მოიხმარა, წლიურ ჭრილში გაზის მოხმარება მცირედით არის გაზრდილი.
საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
„კვლავ გამოწვევად რჩება არალეგალური საქმიანობა, რაც განსაკუთრებით მატულობს საკურორტო სეზონზე“, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
თურქეთში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვმა, ივნისის ბოლოდან დღემდე, 17-ს მიაღწია.