გვსურს, გავიგოთ რა დგას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების უკან, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისთვის 50-დღიან ვადას ითვალისწინებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
2025 წელს მოგზაურებისთვის ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად თბილისი დასახელდა - შესაბამისი რეიტინგი Bounce.com-მა გამოაქვეყნა. რეიტინგში თბილისმა 10-დან 8.37 ქულა მიიღო.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს ღია წერილით მიმართავს.
ქობულეთში, ზღვაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ დაუსრულებია.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არც ის და არც მისი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს კერძო საკუთრებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) 2025 წლის ექვსი თვის ანგარიშს აქვეყნებს.
კაია კალასი - საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა
საქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა, - ამის შესახებ კაია კალასმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
თბილისში, "სადგურის მოედნის" მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.