თბილისში, დღეს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
მსურს, ამ ქალს [მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი] არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს, მსურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ განაცხადა.
მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“დემოკრატიული უკუსვლის” განმარტებას თუ ეძებთ, შეგიძლიათ ლექსიკონი დაივიწყოთ, შეგიძლიათ, უბრალოდ შეხედოთ, რას უკეთებს “ქართული ოცნება” თავის მოსახლეობას ბოლო რამდენიმე წელი , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში განაცხადა.
მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, მადლობა ღმერთს, რომ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განაცხადა, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არის მოთავსებული.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის საყვარელ პოლიტიკურ საქანელაზე ქანაობს, - ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მეწყრული პროცესი გრძელდება.
თბილისში მეტრო ვარკეთილის სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 2025 წლის 17 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნით უკრაინას დამატებით იარაღს უგზავნიან.