კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეწყრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას ანტიოკიას პროვინციის გუბერნატორი ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასებით.
დღეს, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია PACE-ს ვებგვერდზე დევს.
ვიცი, რომ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს, ეს არეულობაა მისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგაში მედიას განუცხადა.
დონალდ ტრამპთან ბრძოლის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ვისაუბრეთ, პუტინი ნამდვილად არ იგებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში ნატოს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან, ის მამაც ბრძოლაში იბრძვის, ეს რთული ბრძოლაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჰააგაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პარლამენტმა თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით - 5 აგვისტომდე გაუგრძელა.
პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და საბჭოს აპარატის ლიკვიდაციას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
2025 წლის 18 ივნისს, ლონდონში, ბრიტანული იურიდიული საზოგადოების (The Law Society) ისტორიულ შენობაში, EMEA Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.