ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში პრესტიჟულ ღონისძიებაზე „James Beard Foundation“ იყო წარმოდგენილი.
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან – ვახუშტი ბაგრატიონსა და ილია ბეგიაშვილთან, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ლევან დარახველიძესთან ერთად გზების საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, მგზავრებს ვერ მოემსახურება.
2025 წლის 1-ლი ივლისიდან მუნიციპალიტეტებში შეტანილი განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველის დაყენება სავალდებულო ხდება.
2025 წლის მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკები და მიკრობანკები 1 272 865 000 ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ.
თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას წინ ვერაფერი დაუდგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრის დროს განაცხადა.
ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკის განვითარებას და ზრდას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.