სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2025 წლის თებერვალში საქართველოს იმპორტი 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 7%-ით არის შემცირებული.
საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2025 წლის თებერვალში საქართველოს ექსპორტი წლიურად 7%-ით შემცირდა და 431.5 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნებს.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს კანადაში შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვისაც, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი ტოკიოში მიმდინარე კვების პროდუქტებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025” ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა.
ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ყოველდღე ატარებენ 300-კაციან აქციას, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა .