ხუთი უდიდესი ევროპული ქვეყნის თავდაცვის ლიდერები პარიზში ევროპული თავდაცვისა და უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც აღნიშნული იყო რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისთვის იყენებს.
Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თებერვლის თვეში უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება - ამის შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 12 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 4 საფინანსო ინსტიტუტი ჯამში, 55 000 ლარით დააჯარიმა. საუბარია, 3 მიკროსაფინანსოსა და ერთ სესხის გამცემ სუბიექტზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2025 წლის 13 მარტის 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრის შემდეგ - ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კაია კალასი ავრცელებს.