აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 6 მარანი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.
ამერიკის შეერთებული შტატების Exim Bank-ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ის Exim Bank-ში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ათასობით ადამიანი, მათ შორის ათობით მსოფლიო ლიდერი, ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად იკრიბება.
კრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შეხვედრა გამართა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტი პირველი კვარტლის მონაცემებით, 102%-ით შესრულდა და მის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს.
ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებულ ცვლილებებს ხვდება მომზადებული, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში ოჯახში შვიდი წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ვფიქრობ, რომ ეს ის მომენტია, როდესაც მადლობა უნდა გადავუხადოთ მას იმ საქმიანობისთვის, რომელიც ქვეყნის წინაშე გასწია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.