ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში შევუერთდით 600-ზე მეტ დოკუმენტს, მათ შორის სხვადასხვა რეზოლუციებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, ასევე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას პოზიციის გამოხატვა იზღუდება. გარდა ამისა, კანონით საავტორო გადაცემის სტანდარტები განისაზღვრება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 12.8 პროცენტით გაიზარდა.
უამინდობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა“, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვრეული განახლებაშია საუბარი.
ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას დროებით აჩერებს.
დღეს - 25 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოში "საყოველთაო გაფიცვა" იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფარავანის უღელტეხილზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უხვი ნალექის გამო ცენტრალური შესასვლელის სახურავი დაზიანდა.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის სასახლის შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.