პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება.
რეპროდუქციული ჯანმრთელობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის გამოცხადებული. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ცნობიერების ამაღლება, მნიშვნელვან როლს ასრულებს მათ კეთილდღეობაში.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საინვესტიციო ხელშეკრულება არაუგვიანეს ზაფხულში გაფორმდება,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ - პარლამენტში ასეთი სახელწოდების კანონის პროექტი დაინიცირდა, რომელიც აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანს წარმოადგენს.
შევინარჩუნებთ როგორც სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას, ისე ზოგად პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებაზე მუშაობენ.
გასული 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული სისტემა შეუფერხებლად განვითარდეს - ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს და მის ხელმძღვანელობას ეკისრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ჩვენი სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით არის ძალიან ძლიერი და ჩვენ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საკანონმდებლო ცვლილებების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.