დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილება ხორციელდება.
„ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა "ვივამედთან" გამართულ ბრიფინგზე „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის იანვრის თვის შედეგები გამოქვეყნდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 811.5 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3.1 პროცენტით ნაკლებია.
კანადაში, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი ბავშვი და ორი ზრდასრული მძიმედ არიან დაშავებულები.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორზე, ფაჰრეთინ ალტუნზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მართვის მოწმობებისა და იარაღის ლიცენზიის გაცემისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის და ტოქსიკომანიის მქონე პირების ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს.
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 45.1%-ს უტოლდება და 109.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.