როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რადიკალიზმი ყველგან დამარცხდება სადაც არ უნდა იყოს.
საქართველო ერთი წლით ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, – ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ მიღებაზე გაკეთდა, რომელსაც, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის უფლება ექნება.
იანვარში პროდუქციის წარმოება, როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში გაძვირდა.
UFC-ის ისტორიაში პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ტიტულის მოგებიდან თითქმის ერთი წლის თავზე ქამარზე უარი თქვა და ვაკანტური გახადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ახალციხეში შეჩერებულია. ამის მიზეზი დიდთოვლობაა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად იოჰანესბურგში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კანადა უკრაინას მხარს ყოველთვის დაუჭერს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.