ჰუმანოიდი რობოტი “ხელოვნური დედა” უკვე საზოგადოების წინაშე გამოჩნდა - წერს სოციალურ ქსელში ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე.
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს კერძო კომპანიებს, რომლებიც 2022 წლის 1 იანვრამდე არიან რეგისტრირებული, მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამონაწერის განახლებისთვის ვადა 2026 წლის 31 მარტამდე აქვთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს 18 თებერვალს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. თემა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებია. მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
მიხეილ ყაველაშვილი 17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 16 თებერვლის სხდომაზე გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.
ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
ახალგზარდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად. ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.