შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება-მანიფესტაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
არქიტექტორს არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად სერტიფიცირება 2026 წლის პირველ სექტემბრამდე არ მოეთხოვება.
“საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე გუშინ პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმის კონცეფციას ეხმაურება.
საქართველოში 85 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის წილი გაიზარდა 14 წლამდე კი შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში სახელწოდებით „დემოგრაფიული ვითარება საქართველოში“ არის აღნიშნული.
მინდა შეგახსენოთ, ესეც განათლების ნაწილია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას განათლების სისტემაში „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ დანერგვის პრინციპის შემთხვევაში დარჩება თუ არა ლექტორების ნაწილი სამსახურის გარეშე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ თამარ იოსელიანი დაინიშნა.
კამპანია მოიცავს ქართული ღვინის სარეკლამო აქტივობებს ღვინის მაღაზიათა პრესტიჟულ ქსელში „Jacques Wein Depot” და პრემიუმ ღვინოების უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიაში „HAWESKO Holding SE".
გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინფორმაციას რომ „საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობასთან და სადავო აქტივობებზე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ მოკვლევა დაიწყო“.