თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. 26 მაისის ღონისძიებას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტის დეპუტატები ესწრებიან.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 5.5 პროცენტით გაიზარდა.
სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, სოფელ სურებში, 9 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები პროექტის „ECO Georgia“ ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.
26 მაისს, ქალაქ ამბროლაურში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საზეიმოდ მოწყობილ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ის ქალაქ მაიამში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია პროექტის „Wines of Georgia on Tour“ გაიმართა.
აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
"ერთიორად სასიხარულა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო მასპინძლობს ჩვენს მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმში, სრულიად უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის კუთხეში. რეგიონის პოტენციალი ჯერ კიდევ ასათვისებელია და მას განვითარების დიდი რესურსი აქვს", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
18-20 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Global Water Summit 2026 გაიმართა - წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სექტორის გლობალურ ლიდერებს, კომპანიებს, ინვესტორებსა და საჯარო უწყებებს აერთიანებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.