ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, რაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.
„კერძო იმპორტიორები მედიკამენტების რეალიზაციას 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ახორციელებდნენ“ - ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული დასკვნა უწყებამ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში გამოაქვეყნა.
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, რის გამოც, 19 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა ჯანმრთელობისთვის.
ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენელობის ხელმძღვანელ სტელა რენიტასთან საქართველოში EIB-ის მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ახალი წესის შესაბამისად, ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ჟურნალისტებთან ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა.
მე უნდა ვაფასებდე [ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას? ] მე ვერაფერს ვუწუნებ, რა ვიცი. არც ვიცი, რა გითხრათ“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.