jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის გამო, 18 აპრილიდან ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
 
მათივე ინფორმაციით, ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 18 აპრილიდან ქვეყანაში ყველა სკოლა გაიხსნას.  ქვეყანაში 5 341 887-მა მოქალაქემ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა, 4 965 696 კი, უკვე ორივე დოზით არის აცრილი.
 
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
 
შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, საჯარო დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეებში მასშტაბურ შეკრებებზე პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა.
 
1318