jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 21 477 ტესტით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 10.2% შეადგინა.
 
ჩატარებულ ტესტებს შორის, 13 204 კვლევა ანტიგენის ტესტით, ხოლო 8 273 PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა. კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 755 046-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.41%.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 509 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
 
თბილისი -1 017;
აჭარა – 89;
იმერეთი – 362;
ქვემო ქართლი – 146;
შიდა ქართლი – 8;,
გურია – 58;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140;
კახეთი – 162;
მცხეთა-მთიანეთი – 64;
სამცხე-ჯავახეთი – 52;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382, საიდანაც 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:
 
თბილისის საავადმყოფოებში – 2 677;
აჭარაში – 587;
იმერეთში – 1 475.
 
ამ ეტაპზე მძიმეა 1 678 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის:
 
თბილისში – 638;
აჭარაში – 129;
იმერეთში – 512.
 
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 355 პირი, მათგან:
 
თბილისში – 202;
აჭარაში – 38;
იმერეთში – 30.
 
1 302 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 – თბილისში, 262 – აჭარაში. 43 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
720