 
        სკოლებში ვირუსის გავრცელება 10%-ს არ აღემატება. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა ცდილობს, სკოლები და ბაღები ონლაინ-სწავლებაზე ნაკლებად გადავიდნენ.
„ბავშვები ყველაფერს შედარებით იოლად იტანენ, ამიტომ გავრცელება ძალიან ფართო არ არის. სკოლების ალბათ მხოლოდ 10%-ია, სადაც გვქონდა ინფიცირების შემთხვევები და გადავიდნენ ონლაინ, დისტანციურ სწავლებაზე. სკოლებში ფართო გავრცელება არ გვაქვს. სკოლა და ბაღი ყველაზე ბოლოს უნდა დაიკეტოს და პირველი გაიხსნას “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
             
                         
                         
                         
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                        	 
                         
             
             
             
                                     
                                    