jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ გვესაუბრა:
 
„ჩვენ ერთი რამე ვისწავლეთ, – ამ კონკრეტულ პანდემიას ახასიათებს ხუთთვიანი ციკლურობა, ყოველ ხუთ თვეში არის პიკი. ეს დამოკიდებულია უშუალოდ ამ ვირუსის მოქმედებაზე.
 
ვიცით, რომ ადამიანებმა, ვინც ვირუსი გადაიტანეს, ხუთი თვე არის დაცული, „ხუთთვიანი ვაქცინა აქვს გაკეთებული“, მაგრამ ხუთი თვის შემდეგ ისევ არის დაუცველი და შეიძლება მოხდეს რეინფიცირება.
 
საქართველოში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ნოემბრის თვეში. ნოემბრიდან გასულია ხუთი თვე. მე იანვარში ვთქვი, გათვლების მიხედვით, საქართველოში მესამე ტალღა იქნებოდა აპრილში.
 
როცა ვიცით, რომ პანდემიას ახასიათებს ციკლურობა (ეს მეცნიერული დასკვნებია), რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ და ჯანცავის სფერომ? – უნდა მოემზადოს!
 
მესამე ტალღა დაიწყო სამი კვირის წინ, მარტის ბოლო კვირას. სამწუხაროდ, არაფერი კეთდება იმისათვის, რომ შეაჩერონ მესამე ტალღა, ყველა აკეთებს საწინააღმდეგოს, რაც შეიძლება ძლიერი ტალღა იყოს ქვეყანაში. როცა ვიცით ყველა მექანიზმი, როგორ ვაკონტროლოთ და როგორ შევაჩეროთ. ძალიან კარგი მაგალითი იყო ნოემბერში, როცა 10 ათასი ადამიანი იყო ინციფირებული და დეკემბერში უკვე აკონტროლებდნენ. ახლა იგივე შეცდომებს უშვებენ.
 
მე აღარ ვილაპარაკებ, რა არის გასაკეთებელი. ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი, მაგრამ ჩემი დასკვნა არის ასეთი: „ჩვენ არაფერი არ ვისწავლეთ, იგივე შეცდომებს ვუშვებთ!“
 
ჩვენ ვიცით, რომ ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის სამედიცინო პირბადე (დღესდღეობით სამედიცინო პირბადეს ალტერნატივა არ აქვს. სამედიცინო პირბადე უნდა გამივიყენოთ 5 წლის ასაკიდან), 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, თავშეყრის ადგილებს მაქსიმალურად აარიდეთ თავი.
 
საქართველოში უკვე არის ბრიტანული შტამი, რომელიც არის უფრო გადამდები.
 
სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არის აწყობილი რაოდენობაზე და არა ხასირისხზე. ხარისხიან ჯანდაცვაზე ყურადღების არმიქცევამ მოგვცა ის შედეგი, რაც გვაქვს. ექიმებს არ აქვთ უწყვეტი სამედიცინო განათლება, არ ტარდება შესაბამისი ტრენინგები.
 
პრაქტიკულად,  ნოემბერში ვირუსის გავრცელების წყარო იყო სამედიცინო დაწესებულებები, ახლაც იქნება იგივე სიტუაცია.
 
ორი კვირის წინ დავიწყე საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა. ძირითადი მიზანი არის, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა გავააუმჯობესოთ, დავეხმაროთ საავადმყოფოებს, აწიონ ხარისხი. თუ არ დავალაგეთ ჯანდაცვის სისტემა, ყოველთვის ვიქნებით ამ პრობლემების წინაშე.
 
არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული. 10-ზე მეტმა ვაქცინამ უკვე მიიღო სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ დროებითი მოხმარების თანხმობა, გადაუდებელ მდგომარეობაში შეიძლება იყოს გამოყენებული.
 
ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაამტკიცა ფაიზერი, ასტრაზენეკა და  Johnson & Johnson, ევროკავშირის წამლის სააგენტონ დაამტკიცა ფაიზერი, მოდერნა,  Johnson & Johnson და ასტრაზენეკა. აშშ-ის წამლის სააგენტომ დაამტკიცა მხოლოდ და მხოლოდ ფაიზერი, მოდერნა და  Johnson & Johnson. ასტრაზენეკა აშშ-ში არ არის დამტკიცებული.
 
ყველა ვაქცინა არის ცდების, კვლევის პროცესში, ყველა ვაქცინას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ნაწილი. როცა ჩვენ ვანხორცილებთ ვაქცინაციის პროგრამას, პრინციპი უნდა იყოს, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, უნდა იყოს პროცესის გამჭვირვალობა, ღიად უნდა უთხრან მოსახლეობას, რა რისკები არსებობს და რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია ვაქცინას. უნდა ვითანამშრლოთ მწარმოებლებთან და დიდ ორგანიზაციებთან, გავცვალოთ ინფორმაცია და ვისწავლოთ, სხვა ქვეყნებში რა ხდება.
2554