არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა" და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რეალურად, ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის”, - განაცხადა „ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„როგორც იქნა!“ — ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას X-ზე ქართულად ეხმაურება.
მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს, საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
აზერბაიჯანი სპეციალურ საკარანტინე რეჟიმს 2025 წლის პირველ აპრილამდე ახანგრძლივებს. შესაბამისად, აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარიც დღეისთვის გაცხადებული ინფორმაციით, აღნიშნულ თარიღამდე არ გაიხსნება.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება ,,თბილისი 2024“ გაიმართა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა დარწმუნებულია, უბრალოდ მათ პატრონების დავალებით გარკვეული თამაში დაიწყეს, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, სამი ბარიერგადალახული პარტიის მიერ, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღება.