მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.
მინდა, ყველას მოგილოცოთ 2025 წელი, როგორც ნამდვილი გამარჯვების წელი, ყველაფერი დავძლიოთ, რაც ჩვენში შეიძლება იყოს ცუდი. დავძლიოთ ყველაფერი, დავძლიოთ ერთად და ვიქნებით ყველა გამარჯვებული , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი - საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა და საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამეს" აქციის მონაწილეებმა საახალწლო სუფრის გაშლა დაიწყეს.
მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეწვია.
2024 წელს, საცხოვრებელი ფართით, დაახლოებით, 3400 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. მათ შორის, 2000 დევნილ ოჯახს, ახალაშენებული ბინა გადაეცა, ხოლო 1400-მდე ოჯახისთვის, სახელმწიფომ, სახლი, პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში შეიძინა.
პოლიცია მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის კანონის, კანონმდებლობის, საერთაშორისო საერთაშორისო სტანდარტებითა და კონვენციებით, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის, დამატებით ვადას აძლევს.
გარდაიცვალა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი, ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2025 წლის 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.