რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი ელექტრომატარებელი (#854/853) იმოძრავებს.
13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას, „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 22 პირს ბრალდება წარედგინა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 26 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 „კანონიერი ქურდია“.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების ნება დართო, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
3 ივნისიდან, ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. ახალი პირდაპირი მიმართულებით რეისები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ორი სიხშირით (სამშაბათი, შაბათი) შესრულდება.
„ენჯეოები“ არ მოქმედებდნენ შედარებით რბილი კანონის მიხედვითაც, ბევრი მათგანი თავს იკავებდა რეგისტრაციისგან - შეგვიძლია თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია „ენჯეობის“ გამჭვირვალობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა - არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს - ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.