საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ნოემბრის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 262.4 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით 10 ლარით, ანუ 4%-ით მეტია.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ , - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ამერიკელი ეკონომისტისა და საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსის, ჯეფრი საქსის ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება სიფრთხილე და წინდახედულება, რის შესახებაც ის ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებდა.
ჩეხეთის პოზიცია უცვლელია, ჩვენ ღიად უნდა შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მთავრობა არ სურს თანამშრომლობა და თუ მთავრობა პირდაპირ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩვენი ამბიციური საბოლოო მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა გავხდეთ - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, ეს არის ნდობა, რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შესრულდეს! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგური “წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წყალტუბოში ახალი ქვესადგური - “წყალტუბო 500“- გახსნა.
პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.
ის მოვლენები, რასაც ჩვენ ახლა საქართველოში ვხედავთ, არ მიდის იმ მიმართულებით, საითაც კანდიდატი ქვეყნები უნდა მიდიოდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში სიტუაცია განიმუხტოს და დიალოგი აღდგეს.