პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა.
„ქართული ოცნების” მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება გამოიწვია, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აკეთებს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე, აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც მათი აზრით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის, – ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ განაცხადებაშია ნათქვამი.
არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, არ გავალ სასახლიდანო. რა მოლოდინი უნდა იყოს, არასერიოზულია, ფეხებს ხომ არ „გააფიჩინებს“? -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში დაწყებული მასშტაბური პროტესტის ფონზე, 30-ზე მეტი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
„რას იტვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი რომ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს, ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოსტა“, - წერს როთი X-ის საკუთარ გვერდზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძე საგზაო მშენებლობის დარგს პროფესიულ დღეს ულოცავს.
სემეკ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებულ პირებს აცნობებს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გადააჭარბა გამანაწილებელი ქსელის პიკური დატვირთვის (890 მგვტ) 12%-იან ზღვარს. ამის შესახებ სემეკი განცხადებას ავრცელებს.