საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღეს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 16-17 დეკემბერია თარიღები, როცა ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინდა მოვუწოდო იმ ახალგაზრდებს, დიდი ბოდიში თქვენთან, ყველასთან, მაგრამ ისინი [ოპოზიცია] მოგიხსენიებენ, როგორც სასარგებლო იდიოტებს , - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ახალგაზრდებს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე მე-12 დღეა მიმდინარეობს.
ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიაზე თავდასხმა მიუღებელია - საით მიდიხარ საქართველო?, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა და მისმა ევროპელმა კოლეგებმა „ტვ პირველის" ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული კლინიკაში მოინახულეს.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ ურთიერთობასთან, რაც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.