ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზეა დაგეგმილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53%-ით ლიდერობს.
ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, “ქართული ოცნება” არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" შედეგის დაწერას შეეცდებოდა და სწორედ ეს მოხდა. მათ შედეგი დაწერეს, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 206 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.991% (935 004 ხმა) მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 201 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.97% მიიღო, მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებებისთვის 11.208 %-ით, მესამე ადგილზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9,836 % აქვს.
20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 2 060 412 ამომრჩეველი, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
„მთავარი არხის“ დაკვეთით, Harris X-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 20:00 საათისთვის 5%-იან ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.
დღეს საქართველომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გაცნობის შემდეგ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში მოწყობილი სცენიდან მიმართვისას განაცხადა.