საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს მიმართა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა.
Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს.
ტელეკომპანია "ფორმულა" აქვეყნებს სამხრეთ კორეაში საქართველოს ერთადერთი, სეულის საარჩევნო უბნის არჩევნების შედეგების ოქმს.
17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 50,6-ია. რიცხვებში ეს მაჩვენებლი 1 768 816 შეადგენს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 454 837 ამომრჩეველი მივიდა, რაც 41.62%-ს შეადგენს.
სამწუხაროდ გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები, - ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესთაიმი" უცვლელად გთავაზობთ.
"მარნეულის 69-ე უბნის მონაცემები ბათილად არის ცნობილი", - ამის შესახებ განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
"სირცხვილია, სირცხვილია და ძალიან ამორალურია ეთნიკური უმცირესობების გამოყენება არჩევნების გასაყალბებლად", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.