დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, მე განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან, - ამის შესახებ პრემიერმა მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ახალი ამბულატორია გაიხსნა, რომელშიც ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ფსიქიკური ჯანმრთელობა - სერვისები და თანამედროვე გამოწვევები“ - ჯანდაცვის მინისტრმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.
მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გურჯაანში რიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურაში გუშინ გამართულ ბრიფინგს გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით.
ბაკურიანში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეებით და საინჟინრო სისტემებით, - ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.