საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არჩევნების ლეგიტიმურობის არ აღიარების შემთხვევაში ხელისუფლებას ძალაუფლება თავზე დაემხობა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფინანსისტი აკაკი ცომაია წერს.
ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ! - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
სისულელეა იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია ვინმეს „ევროპული მომავალი“ მისცეს, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოს პრეზიდენტს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. პროექტში კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო ინციდენტებითა და სისტემური დარღვევებით აღინიშნა, როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ასევე კენჭისყრის დღეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.
დღეს, რუსთაველის გამზირზე აქცია/დემონსტრაცია გაიმართება. განცხადება გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა.
იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები, - ამის შესახებ ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.