გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 24, 25, 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 8 პირი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - დემეტრე თავდადებულის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.
გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
საარჩევნო კომისიას აქვს თავისი საქმიანობის მკაფიო პროცედურები და ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა შემცირდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა.
პარასკევს, 16 აგვისტოს, ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტომ წევრ ქვეყნებს მოუწოდა, „მაიმუნის ჩუტყვავილას“ (Mpox –monkeypox) მომაკვდინებელი შტამის ახალი შემთხვევებისთვის მოემზადონ.
თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, კიდევ ექვსი ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა.