ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული - გასული წლის ამ პერიოდში არ გვქონდა გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და რომ პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15-17 აგვისტოს დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში მცხოვრებ ოჯახთან დაკავშირებით, რომლის 2 არასრულწლოვანი წევრი ხანძარს ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტბაზე სკვერის მოწყობა დაიწყო.
ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ძალიან მნიშვნელოვანი რიკოთის მთავარი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ გვირაბში უკვე დღეს გადაირთვება,- ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებს აქვეყნებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ კოლეგებს განუმარტა შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი.