გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“.
საგანგებო მდგომარეობის გამო (მდინარე „დევდორაკში“ დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან შემოსული სასიგნალო შეტყობინების საფუძველზე, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ მუშაობა დროებით შეჩერებულია.
,,საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად ქალაქ ბათუმში დავათვალიერეთ დასრულებული ახალი ბულვარი ,,გმირთა ხეივანი“. რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა ამ სივრცის განვითარებას და ფუნქციურ დატვირთვას.
ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დეტექტორიდან სასიგნალო შეტყობინების გამო, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციისა და გამშვებ პუნქტზე დასაქმებული ყველა პირის უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია მოხდა.
არა უმეტეს ორი კვირის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ, საქართველოში მიღებული კანონის გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით განისაზღვრა.
ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ბათუმს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა – ჟიული შარტავას სახელობის „გმირთა ხეივნის“ სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის დასავლეთით, სოფელ ფარავანთან იყო.