გარემოს ეროვნული სააგენტო 1-2 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
დღეიდან ძველი ტიპის (ლამინირებული, ე.წ. ჩიპის გარეშე) პირადობის მოწმობები უქმდება. 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უსასყიდლოდ ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტრომ 15 მარტიდან დაიწყო.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
EURO 2024-ის ეროვნული ნაკრების მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ საქართველოდან გერმანიის მიმართულებით მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით, ქომაგების პირველი ნაკადი ჩაფრინდა. სპეციალურმა ჩარტერულმა რეისმა კიოლნში 219 ქომაგი ჩაიყვანა.
მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს ოთხი პროფილის ექიმთან კონსულტაცია, თავის ტვინის ფუნქციური მდგომარეობის გამოკვლევა და სამი სახის ლაბორატორიული კვლევა უფასოდ ჩაუტარდებათ.
სუბსიდირებული ავიარეისებით კიდევ 1 000-მდე გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩს დაესწროს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
EURO 2024 ზე, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მერვედფინალურ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ს პლატფორმაზე უკვე საათიდან შეუძლიათ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ბუღალტრებისა და საწარმოების წარმომადგენლებისთვის, რეგიონულ დონეზე შეხვედრების ორგანიზების მიზნით გამოკითხვას ატარებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 42 756 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 6 362 ერთეულით (13.0%) ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.